|
2026-06-23 12:29:41, 2445 ნახვა
პოლიტიკა
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
მოქალაქე თამუნა გიორგაძეს ივანიშვილის წყევლისთვის 5000 ლარამდე ჯარიმა, ან 20 დღემდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი უკვე გადასცა სასამართლოს. “[ოქმში] წერია, რომ სოციალურ ქსელში განვათავსე პოსტი, სადაც შეურაცხყოფას ვაყენებ ბიძინა ივანიშვილს. მე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია არავისთვის. შეურაცხყოფად მოიაზრება გინება, ან რაღაცა მაგდაგვარი, ხომ? მე დავწერე წყევლა, რომელიც რატომღაც გაყვანილია შეურაცხყოფის რანგში. უფრო სწორად, ცდილობენ გაიყვანონ. მაგასთან დაკავშირებით არის აღძრული საქმე. სქროლვა-სქრინვის სამმართველო ამბობს, რომ ჩემ მიერ დაწერილი წყევლის პოსტი არის ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფა”, – უთხრა TV პირველს თამუნა გიორგაძემ. ჟურნალისტი მას ჩაეკითხა, არსებობს თუ არა საქმეში “დაზარალებული”, ანუ ადამიანი, ვის შეურაცხყოფასაც გიორგაძეს ედავებიან. “ტროტუარზე დგომის გამო რომ გვიშვებდნენ საპატიმროში, არც მაშინ არსებობდნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რომ ვინმემ ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში. პრაქტიკა აქვთ ეგეთი – არ აქვს მნიშვნელობა, ვის აფერხებ, ვისზე რას წერ, როგორ წერ, ასე უნდათ და ასე აკეთებენ”, – ასე უპასუხა კითხვას თამუნა გიორგაძემ, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ ტროტუარზე დგომის გამო 2 დღით დააპატიმრეს. თამუნა გიორგაძე აქვეყნებს მის წინააღმდეგ შედგენილი ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სანდრო კეპაშვილი. როგორც ოქმიდან ირკვევა, კეპაშვილი შსს-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად მუშაობს. ოქმში წერია, რომ “2026 წლის 11 ივნისს თამარ გიორგაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, პირად გვერდზე განათავსა პოსტი, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ბიძინა ივანიშვილს”. რა დაწერა გიორგაძემ? 2026 წლის 11 ივნისს თამუნა გიორგაძემ გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი:
მას შემდეგ, რაც ამ პოსტის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში დაიბარეს, გიორგაძემ იმავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “პირადად ივანიშვილს და კრებსით ქოცებს გითვლით იმავეს, რაც სადავო პოსტში მიწერია. თუ უსამართლოდ გითვლით, მე დამიბრუნდეს ყოველი სიტყვა, თუ სამართლიანად გიგზავნით, არაფერი არ აგცდეთ, რაც მანდ წერია”.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)