07:03 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 11:06:20, 1960 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს, ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა ენდრიუ ბრემბერგმა განაცხადა.

ბრემბერგის თქმით, დოკუმენტში ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის ინიციატივაც შედის.

"იუსტიციის სამინისტრო შეეცდება, სიკვდილით დასჯის დაწესებას მიაღწიოს", - განაცხადა ბრემბერგმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ოპიოდების გავრცელების გამო, ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics