13:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 17:30:38, 1856 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) შემოვიდა

საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 17 მარტს შემოვიდა.

ვიზიტის ფარგლებში ხომალდის ეკიპაჟის წარმომადგენლები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ასევე გაიმართა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან და ქალაქ ბათუმის მერთან. აშშ-ის ხომალდზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის მონაწილეობით დაგეგმილია ერთობლივი წრთვნები (PASSEX) მალთაყვის მიმართულებით გადაადგილების დროს. ამერიკული ხომალდიდან დესანტირებისა და ამფიბიური მანევრების დემონსტრირება გაიმართება.

ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში. შემდეგ ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 20 მარტს დატოვებს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics