13:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 13:09:22, 1477 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონის გამგეობამ აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ დაიწყო

ისნის რაიონის გამგეობამ აქცია "გაამწვანე შენი უბანი" დაიწყო. აქციის ფარგლებში, გამწვანების პირველი ღონისძიება მოსკოვის გამზირის N29დ კორპუსის მიმდებარედ  გაიმართა, სადაც 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გამწვანების უახლესი სტანდარტების შესაბამისად, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დაირგო. ტერიტორიაზე, ასევე,  იგეგმება სკვერის მოწყობა, სადაც სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

 „ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ ყველა ეზოში შევალთ. ამ კორპუსის ეზოში არც ერთი მწვანე ნარგავი არ არსებობდა და მადლობელი ვარ მოსახლეობის, რადგან ეს მათი სურვილით და მონდომებით კეთდება. ახლა მთავარია, რომ ნარგავების მოვლაზე  ყველამ იზრუნოს. ჩვენ გავამწვანებთ, ხოლო შემდგომ მოვლა-პატრონობას ამხანაგობა უზრუნველყოფს. ეს იქნება მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქციები სხვა უბნებშიც გაიმართოს.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს მსგავსი აქციები. როგორც ხედავთ ადგილზე დაირგო საკმაოდ დიდი ზომის ცაცხვები და გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან კარგი აქციაა და იმედი გვაქვს მას სხვა უბნებიც შეუერთდებიან“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

აქციის "გაამწვანე შენი უბანი" მიზანია, ისნის რაიონში დასახლებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ამ მიმართულებით ისნის რაიონის გამგეობა არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics