|
2018-03-17 10:09:32, 1829 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება, რომელიც აშშ-სთან განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს გაამყარებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტს Heritage Foundation ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, რაც მოახდენს ყველა, დღეს არსებული და პრაქტიკული ინსტრუმენტის კონსოლიდაციას და გააძლიერებს საქართველოს დაცულობას, დაეხმარება მას მიზნების მიღწევაში. მისი თქმით, მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს აშშ-სთან საქართველოს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს რამდენიმე ეტაპიან საოკუპაციო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ოკუპაციას სხვადასხვა წლებში ახორციელებდა და ეს 2008 წელს არ დაწყებულა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ შეარჩია ქვეყნის განვითარების დასავლური მიმართულება, გზა, რომელიც ჩვენი ქართული იდენტობის ნაწილია, და რომელიც ევროკავშირში და ნატო-ში შესვლით უნდა დასრულდეს. პრეზიდენტის თქმით, საქართველო დღესაც იმკის რუსული ოკუპაციის შედეგებს, რომელიც რუსეთმა საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებით განაგრძო. ამასთან, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა, რომელიც დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია სახელმწიფოს განვითარება ნატო - სა და ევროკავშირისაკენ. პრეზიდენტი კვლევით ცენტრში გამოსვლისას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ახალი რიტორიკა აქვს, რომელი ძალიან ჰგავს ახალი, ცივი ომის დასაწყისს. რუსეთი პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკიდან ახალი ცივი ომის პოლიტიკაში გადავიდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ერთიანია, რადგან ისინი ხედავენ, რომ რუსეთი ყოველთვის იმას აკეთებს, რა რიტორიკითაც საუბრობს. მისი განცხადებით, თუ ნატო რუსეთის ჩაკეტვას არ შეეწინააღმდეგება იმ პროდასავლური სახელმწიფოებისათვის კარის გაღებით, რომლებიც ალიანსში გაერთიანებისაკენ მიისწრაფვიან, მაშინ დავაზიანებთ საერთო კეთილდღეობას, დაიხურება იმ სასიცოცხლო შესაძლებლობების დერეფანი, რომელიც ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის ასეთი მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მას არ უწევს ხელისუფლების წარმომადგენლების დარწმუნება საქართველოს საჭიროებებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს აშშ-სთან საერთო ღირებულებები, გეგმები და მიზნები აკავშირებს. საქართველოს დელეგაციას კვლევით ცენტრში Heritage Foundation -ის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა და ფონდის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფმა უმასპინძლა, რომელიც შეხვედრის მოდერაციასაც ახორციელებდა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)