01:12 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 15:31:49, 1468 ნახვა

კომენტარი
„სითი პარკის“ იურისტი: ვეცდებით, უზრუნველვყოთ გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც ქალაქში პარკირების მენეჯმენტს არ დააზიანებს

„სითი პარკის“ იურისტის ნანუკა ავალიანს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობის და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო.

როგორც იურისტმა განმარტა, შეხვედრაზე გადაბარების საკითხები განიხილეს.

"ეს წარმოადგენს თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის ურთიერთობის ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნაწილს. რა თქმა უნდა მათ აქვთ ჩვენგან მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართლებრივად ვაპირებთ ვიდაოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ის იყო ტექნიკური ხასიათის - გადაბარების პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ გადაბარების ისეთი პროცესი, რომელიც არ დააზიანებს ქალაქში პარკირების მენეჯმენტს. დღეს არსებული მდგომარეობით კომპენსაციის თანხა არ არის დათვლილი",-განაცხადა ავალიანმა.

მისივე თქმით, მერია მათი თანამშრომლების უსაფრთხოებას 9 აპრილამდე უზრუნველყოფს.

"რაც შეეხება თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხს, ჩვენი მხრიდან გუშინ და დღეს გაკეთდა არა ერთი განცხადება, რომელსაც ქალაქის მერიც გამოეხმაურა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას ქალაქის ვიცე-მერმა დაგვიდასტურა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ითანამშრომლებს ამ საკითხზე. მათი მხრიდან იქნება მცდელობა, რომ უზრუნველყონ "სითი პარკის" თანამშრომლების უსაფრთხო საქმიანობა 9 აპრილის ჩათვლით", - განაცხადა კომპანიის იურისტმა.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობის მიერ მათი მისამართით მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics