|
2018-03-16 11:11:58, 1768 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რასაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის. „ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან გავავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ ვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. მოხარული ვარ, რომ აქ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში. მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის. საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში. მადლობას გიხდით მეგობრობისთვის და მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ განახორციელოთ განსაკუთრებული ამერიკული ხელმძღვანელობა თავისუფლების მიზნით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. აშშ-ს კონგრესში გამართული კონფერენცია "აშშ-საქართველოს პარტნიორობის" საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია ატლანტიკური საბჭოს და NDI -ის ორგანიზებით გაიმართა და მას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უძღვებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სენატორი ემი კლობუჩარი.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)