|
2018-03-14 11:42:03, 1842 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება
საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან შეხვედრისას, საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები განიხილა. ნენსი პელოსიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესიდან საქართველოს მხარდამჭერიგანცხადებების მოსმენა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს საკანონმდებლო მექანიზმებითაა გამყარებული, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც არაღიარების პოლიტიკისწარმატებას უზრუნველყოფს. საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დასაქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები,რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის სტაბილურობას და მოახდენს რუსეთის აგრესიის პრევენციას, რომელიცმნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატო-ს მომავალ სამიტზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამპროცესში საქართველო მხოლოდ სიკეთეების მომხმარებლის მიმართულებით დაინტერესებული მხარე არ არის, იგიმნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მომავალი სამიტის მზადების საკითხებზესაუბრისას აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასეთ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში უფრო მეტად მოხდესსაქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)