00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:36:24, 2055 ნახვა

მსოფლიო
ბორის ბერეზოვსკის პარტნიორი ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს

კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

The Guardian-ის ცნობით, რუსეთიდან დევნილი 68 წლის გლუშკოვის ცხედარი გვიან ღამით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს.

2010 წელს მან დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.  2017 წელს ის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და "აეროფლოტის" თანხების, 122 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  

რუსული გაზეთი "კომერსანტი" გლუშკოვის ნაცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ მის ყელზე დახრჩობის კვალი ჩანს, ამასთან გაურკვეველია საუბარია მკვლელობაზე თუ თვიმკვლელობაზე.

სასამართლო ექსპერტები გლუშკოვის გარდაცვალების ადგილს იკვლევენ.

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის განცხადებით, ისინი არ თვლიან, რომ გლუშკოვის გარდაცვალება რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან რაიმე კავშირშია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics