10:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 15:15:22, 1393 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი შესაცვლელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების არსებული  წესი უნდა შეიცვალოს.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, არაკონკურენტუნარიანი და უთანასწორო გარემო, რომელიც ქვეყანაში  პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესის თვალსაზრისითაა შექმნილი,  გამოსასწორებელია:

"აუცილებლად იმიტომ, რომ შეგიძლიათ ნახოთ სახელისუფლებო პარტიების დაფინანსების წყაროები წინა არჩევნების პერიოდში.ძირითადად მათ აფინანსებენ ის კერძო ფირმები, რომლებიც იგებენ სახელმწიფო კონტრაქტებს.ეს არის ნათელი მაგალითი ინტერესთა კონფლიქტის. ის, რომ ქვეყანაში შექმნილია სისტემა, რომელიც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სახელისუფლებო პარტიას, არაერთხელ ითქვა.უნდა გამოსწორეს სრულიად არაკონკურენტუნარიანი და უთანასწორო გარემო, რომელიც ქვეყანაში შექმნილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით",-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  პარტიების დაფინანსების საკითხი გადასახედია. არსებული მონაცემებით, 20 კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტია ფინანსდება ბიუჯეტიდან. ირაკლი კობახიძის თქმით, სინამდვილეში,  ამდენი რაოდენობის კვალიფიციური პარტია საქართველოში არ არსებობს. კობახიძე აღნიშნავს,რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას რეალური პარტიები უნდა იღებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics