|
2018-03-13 14:54:15, 1470 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: რუსეთმა დაადასტურა, რომ პრემიერის განცხადება უკიდურესად დამაზიანებელი იყო საქართველოს ინტერესებისთვის
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პრემიერის განცხადება უკიდურესად დამაზიანებელი იყო საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის. "ფაქტობრივად, ამ განცხადებით, ბატონმა კვირიკაშვილმა რუსეთს მისცა შესაძლებლობა, რომ მოიხსნას პასუხისმგებლობა, როგორც მხარემ კონფლიქტის და რეალურად შექმნას ისეთი ვითარება, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის თემა მოიხსნას დღის წესრიგიდან და რუსეთი დაუბრუნდება იმ ვითარებას, როდესაც ის ჩაითვლება არა მხარედ ამ კომფლიქტის, არამედ მშვიდობოსმყოფელ და შუამავალ ძალად",-აღნიშნა სამადაშვილმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას გუშინ უპასუხეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყურადღებით გაეცნენ საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი როგორც ადრე, ახლაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით. "რუსეთი მზადაა იმდენად წინ წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზადაა თბილისი. კვირიკაშვილის მიერ ნახსენები ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ სწრაფვა, აჩენს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სხვა მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარუძღვება საქართველოს დელეგაციას ჟენევაში. არ შეიძლება არ მივესალმოთ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ესაა იმ საკითხების დარეგულირების რეალური გზა, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს მიღმა არსებობს.ეს ეხება, კერძოდ, სამწუხაროდ მომხდარ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)