|
2018-03-12 20:12:49, 2071 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არტურ რასიზადემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, განაგრძოს ძალისხმევა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია და მისასალმებელია ორმხრივი კავშირების განვითარების პოზიტიური დინამიკა. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე და განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის შესაძლებლობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს სტაბილურობის შენარჩუნებისა და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ღირსეულად აღინიშნება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)