|
2018-03-10 10:51:04, 2388 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან მოეწყო. პირისპირ საუბარი მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს, რომლის ფარგლებშიც ხელი ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინისტრებმა ყურადღება თურქეთის ჩართულობით სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თვის ბოლოს სამმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონული სტაბილურობის და მშვიდობისთვის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან შეხვედრებზეც განიხილა. ვიზიტის შეჯამებისას ლევან იზორიმ აღნიშნა, რომ თითოეულ შეხვედრაზე ხაზი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი გაღრმავების მნიშვნელობას გაესვა. თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი საპატიო დაკრძალვის ხეივანში ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიჰა ალიევას საფლავის გვირგვინით შემკობით დაასრულა.
(NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)