|
2018-03-09 13:00:57, 2274 ნახვა
სამართალი
თენგიზ ფხალაძე ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ფორმატის ასპექტებს განმარტავს
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფორმატის კონკრეტულ ასპექტებს განმარტავს. როგორც ფხალაძე აცხადებს, ახალი შეთანხმება, რომელიც გიორგი მარგველაშვილსა და ჟან-კლოდ იუნკერს შორის გუშინ, ბრიუსელში შედგა, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატის შექმნა არსებული ფორმატის გაძლიერებას და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმებს გულისხმობს. „მიღწეული შეთანხმება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დღეს არსებული ფორმატების გაძლიერება და უკვე უმაღლეს დონეზე აყვანა. გარდა ამისა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის პერსპექტივები, რაც სექტორალურ ინტეგრაციას უკავშირდება, ანუ ეს არის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან კონკრეტული მექანიზმები, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროში მოგვცემს პირდაპირ სექტორული თანამშრომლობის საშუალებას, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და შესაბამის კომისრებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობას. ყოველივე ეს იქნება უშუალოდ პრეზიდენტ იუნკერის მეთვალყურეობის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან და განსაკუთრებით დააჩქარებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ტემპებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს რეფორმების გაღრმავებას, რათა ევროინტეგრაციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის და აბსოლუტურად ყველა დარგმა იგრძნოს ის სიკეთეები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც დღეს გვაქვს და ყველა მიმართულებით ინტენსიურად წარიმართოს თანამშრომლობა ევროკავშირთან", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)