|
2018-03-08 15:08:45, 1950 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროკავშირთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება სურს
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი განათლების კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ევროკომისარს ტიბორ ნავრაჩიჩს შეხვდა. ევროკომისიაში გამართული მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის განათლების სფეროს აქტუალობას, ევროკავშირის სტანდარტებთან და განათლების ხარისხთან დაახლოების მისწრაფებას. ამ მხრივ აღინიშნა, ევროკომისიისა და საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და პროგრესი ურთიერთობებში, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების კუთხით. აღინიშნა, რომ განათლება ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და საქართველო დაინტერესებულია, გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირთან ამ სფეროში. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა თბილისში ევროპული სკოლის დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, არამარტო საქართველოდან, არამედ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების სექტორში რეფორმების მხარდაჭერისას. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის პროგრამაში ERASMUS+ საქართველოს წარმატებულ აქტივობას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა დაფინანსების სპეციალური ფანჯრის გახსნას, რომლის ფონდი 6 მილიონი ევრო იქნება, რაც საქართველოს პროგრამაში მეტი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)