|
2018-03-07 13:06:42, 1644 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშილი: უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ
უკრაინაში დასაბრუნებლად ვემზადები და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მის გაჩუმებას ვერავინ შეძლებს. "ამასწინათ რუსულ არხებზე ძველი „ფეესბეშნიკი“ იგორ გიორგაძე აჩვენეს, რომელიც თავის დროზე შევარდნაძეს აფეთქებდა. მან განაცხადა, რომ თუ არ სააკაშვილი არ გაჩერდება თავის ევროპაში, მაშინ 85% დარწმუნებული ვარ, რომ მოკლავენ. მინდა მათ ვუთხრა: არ მოესწრებით. მე აქტიური ვიქნები და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ევროპაში ჩემს ყოფნას თავის პლუსები აქვს. როგორც ვიცით, თავის დროზე ბაბუა ლენინს ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა მას არ ჰქონდა ინტერნეტი, კომუნიკაციის სხვა საშუალებები და იმ დროს თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზე - ჰყავს თუ არა მას დაცვა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ არა. „არა, რა დაცვა? კიევში მყავდა დაცვის ერთი წევრი, რომელიც უკრაინიდან გააძევეს. როდესაც მე კაფეში ვიყავი, სადაც დამაკავეს, ჩემთან ანტიტერორისტული ოპერაციის ორი ვეტერანი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, მათ იარაღი არ ჰქონდათ. სწორედ ეს ორი ადამიანი დააწვინეს იატაკზე. რით შეძლებდნენ ჩემ დახმარებას, ხომ არ გადამეფარებოდნენ?!“, - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)