04:39 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 19:00:10, 2467 ნახვა

მსოფლიო
სირიაში რუსული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 32 ადამიანი

სირიაში, ხმეიმის ავიაბაზაზე დაფრენისას რუსული სატვირთო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოვარდა.

BBC-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 32 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი სამხედროებს არ ჩამოუგდიათ და ავიაკატასტროფის მიზეზად მისი გაუმართაობა დასახელდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას უწყების სამხედრო კომისია აწარმოებს.

An-26 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების გადაყვანისთვის არის განკუთვნილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics