|
2018-03-06 18:11:19, 1812 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის მთავრობის დელეგაციას შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გერმანიის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრაციის, ლტოლვილთა და დაბრუნების პოლიტიკის შტაბის უფროსი ქრისტიან კლოსი ხელმძღვანელობდა. გერმანული მხარის მიერ მთავარ გამოწვევად დასახელდა გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების გაზრდილი რაოდენობა. ნინო ჯავახაძემ გერმანელ სტუმრებს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები დეტალურად გააცნო. მხარეებმა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევების განხილვისა და საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ერთი კვირის წინ, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიასა და ავსტრიაში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროპოლს შორის მემორანდუმების გაფორმება დაიგეგმა, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს. (NS)
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)