07:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:13:39, 1304 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი - კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

„კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს კომერციული ატაშეს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა.

„პირველ რიგში, ეს არის საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა. მეორე - ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარია მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, ცოდნის გადმოტანასა და გაზიარებაზე. შესაბამისად, ეს მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი და პირველ ეტაპზე შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

„ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმსახურებენ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომერციული ატაშეს თანამდებობაზე საკონკურსო პირობები გამოქვეყნდება როგორც ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე  ბევრ საინფორმაციო პორტალზე, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეეძლებათ მხოლოდ დასაქმების სამთავრობო პორტალზე  hr.gov.ge.

კონკურსი დღეიდან გამოცხადდა და 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შერჩეული კანდიდატები შესაბამისი სპეციფიკური გადამზადების შემდეგ მუშაობას 2018 წლის განმავლობაში შეუდგებიან.

„ჩვენ გვინდა ავიყვანოთ პროფესიონალები, რომლებსაც არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ კერძო სექტორში: საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების მიმართულებით ან საფინანსო სექტორში. ასევე,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. მინდა მოვუწოდო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ შევიდნენ hr.gov.ge-ზე და მიიღონ კონკურსში მონაწილეობა", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics