|
2018-03-02 13:56:57, 720 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რეგიონებში ვიზიტის ფარლებში აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. განხილული იქნა ასევე წითელას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აჭარაში და გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები, იმუნიზაციის საკითხი, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის „ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა" - ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები. ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხრივ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანა იყო უკეთესი სინქრონიზაცია და უკეთესი დაგეგმარება. ასევე ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა ზოგადად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე. ძალიან მოხარული ვარ რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობისგან სრული აღქმა და სრული თანხმობა არის ერთიანი ლოგიკით წარიმართოს ეს სტრატეგია. და მე მჯერა რომ ეს ახალი შესაძლებლობები მოგვცემს ბევრად უკეთეს შედეგებს"-განაცხადა დავით სერგეენკომ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ამ სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას. ,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან. განვიხილეთ მოქმედი პროექტები, მომავალი გეგმები. მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხით ახალი პროექტების განხორციელება, სერვისების გაუმჯობესება. აჭარა ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. განვიხილეთ ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლეიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. როგორც იცით, დასრულდა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი პროექტების დანერგვას და დარგის და წარმატებულ თანამშრომლობას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დღესვე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს შეხვდება.
(NS)
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
სურსათის ერვონულმა სააგენტომ ბაღების საკვებიდან ამოღებულ არცერთ ნიმუში დარღვევა არ დადასტურდა
ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა - პოლიციამ ექვსი არასრულწლოვანი დააკავა
საწვავი გაძვირებას განაგრძობს - პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)