|
2018-03-01 18:43:44, 1658 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: გარემოს დაცვის სამსახური აღმასრულებლის გარდა, პოლიტიკის განმახორციელებელიც გახდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აღმასრულებლის გარდა, პოლიტიკის განმახორციელებელიც გახდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებას საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, სტრუქტურული რეფორმის შედეგად, მშენებლობის ნებართვის აღების დროს, პროცესში გარემოს დაცვის სამსახური თავიდანვე ჩაერთვება. ასევე, სავალდებულო ხდება ნებართვის აღების პროცესში სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ჩართვაც. „მშენებლობის ნებართვის მისაღებად, სავალდებულო ხდება დენდროლოგიური პროექტის შეთანხმება. ნებართვის აღების დროს, მშენებელს ასევე, აქვს ვალდებულება, კონკრეტული ადგილის გამწვანების ვალდებულებაც აიღოს. სავალდებულო ხდება ნარგავების არამარტო გაშენება, არამედ მათი მოვლა-პატრონობაც. გამწვანებას ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, რადგან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ასევე, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა. მისი თქმით, შენდება ორი ახალი სპორტული და ერთი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, უახლოეს პერიოდში კი, ვარკეთილსა და დიდ დიღომში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. „სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება გაიზარდა. ჩვენ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. საბოლოო ჯამში, ასეთი პროექტები დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, შემუშავდა გამგეობების მიერ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების წესი. ჯანდაცვის პროგრამებს კი, ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამები დაემატა. კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა 280 ოჯახს. აღნიშნული პროცესი კი, მომავალშიც გაგრძელდება. თბილისის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს. ეროვნული მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გამგეობების, საკრებულოსა და საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)