07:38 - 09 May, 2026
|
2018-02-27 12:36:39, 1645 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: როცა ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას პასუხი არ გაუცია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ ქმედება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ე.წ. თერგის ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ბაზრებში ხანძრის შემთხვევების გამოუძიებლობა კითხვებს აჩენს. „როცა წლების განმავლობაში მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი 3 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)