|
2018-02-26 21:23:59, 2326 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ულტიმატუებით რომ ოკუპანტთან ლაპარაკი გამოდიოდეს, დიდი ხნის წინ დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები
ნატახტარში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებია ქციას მართავენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიც იმყოფება. „ულტიმატუმები კიარა, ერთნი ვართ ჩვენ, რა ულტიმატუმები უნდა წამოგვიყენონ, როცა ტკივილშიც ერთნი ვართ და სამშობლოს სიყვარულშიც ერთნი ვართ. ულტიმატუებით რომ ოკუპანტთან ლაპარაკი გამოდიოდეს, დიდი ხნის წინ დაბრუნებული გვექნებოდა ჩვენი ტერიტორიები და არც ახალგაზრდა და არც ხანში შესული არ იქნებოდა გარდაცვლილი, ომში ვართ“,-აღნიშნა სუბარმა. „დღე არ გავა, რომ რუსეთის მანქანამ არ გაიაროს აქ. თუ ომის მდგომარეობაა, რას დადიან ვერ გავიგე. ჩემი შვილი თავის სახლში შევიდა, იქ მომიკლეს. იმის უფლება არა ჰქონდა და ამათ აქვთ უფლება რომ ესე ითარეშონ აქ,“-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს უარი თქვა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება. რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)