02:41 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 13:41:37, 2843 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის საელჩო იერუსალიმში მაისში გაიხსნება

აშშ-ის საელჩო იერუსალიმში მაისში გაიხსნება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იერუსალიმში მაისში გაიხსნება, - ამის შესახებ NewsWeek იუწყება.

როგორც ისრაელის ტრანსპორტისა და დაზვერვის მინისტრმა, ისრაილ კაცმა აღნიშნა, ამერიკის საელჩოს გახსნა იერუსალიმში, ისრაელის 70 წლის იუბილეს უკავშირდება, რომელიც 14 მაისს აღინიშნება.

მოგვიანებით მინისტრის აღნიშნული განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაადასტურეს.

“მივესალმები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს საელჩოს გადმოტანა იერუსალიმში, ისრაელის დამოუკიდებლობის 70 წლისთავს ემთხვევა.  ამაზე ძვირფასი საჩუქრიარ არსებობს. ეს ისტორიულად სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მადლობა მეგობარო“, - წერს კაცი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოამზადა გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 2019 წლისთვის მოხდება. ამ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებდა. კიდევ უფრო ადრე კი, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანა დონალდ ტრამპის ვადის ამოწურვამდე არ მოხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დკემბერს ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 20-მდე ადამიანი დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი კი, დაშავდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics