06:30 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 15:21:46, 1979 ნახვა

სამართალი
ლიზა ბაგრატიონი დაკითხვაზე იმყოფება

მომღერალი, „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიზა ბაგრატიონი  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითვაზე იმყოფება.

როგორც უწყებაში შესვლამდე ბაგრატიონმა ჟურნალისტებს განუცხადა,  უცნობია, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით აქვს კითხვები მასთან გამოძიებას:

„ვერ ვხდები ჩემს ფუნქციონალურ დატვირთვას ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მზად ვარ, რაც მე ვიცი, რასაც ვაკეთებდი 10 წლის განმავლობასი, ის რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა, ამაზე გავცე ყველა შეკითხვას პასუხი.რა შინაარისაა დაკითხვა, ეს ჩემთვის უცნობია,რას ეხება ესეც უცნობია, ჩემთვის ეს არის ახალი ამპლუა, მოულოდნელი, ეს არის ჩემთვის გასაოცარი.დარწმუნებული ვართ, ეს არის შეცდომა, ეს არის ის, რაც არ უნდა მომხდარიყო“,-განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.

კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  7 თებერვალს შევიდა.

აღნიშნულს წინ უძღოდა „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედის“ საჩივრი, რომელიც მიუთითებდა, რომ  კომპანიის დაქირავებულმა დირექტორმა „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელის, ვლადიმერ ჯანჯღავას ქონება მიითვისა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics