|
2018-02-21 09:55:50, 3276 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღეს იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს არ იზიარებს და ვეტოს დაძლევას გეგმავს. „გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა არგუმენტებით ვეტოსთან დაკავშირებით, კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება - საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს. მათი თქმით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში წარმოდგენილი ცვლილებები კერძო ტელეკომპანიებს და ზოგადად მედიაგარემოს დააზიანებს. პრეზიდენტის შენიშვნებს ასევე იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, ვეტო არ დაძლიონ. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კანონი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივ მაუწყებელში გაუმჭვირვალობისა და კორუფციის რისკებს. ამავე პოზიციაზე არიან მედიაორგანიზაციებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. "მეორე მხრივ კი ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს". პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - 76 ხმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)