|
2018-02-17 15:20:48, 1927 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო და აშშ გააგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას რეგიონის სტაბილურობისთვის
„ორივე მხარე ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო მყარი და ემსახურებოდეს, როგორც საქართველოს გაძლიერებას, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ასევე ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიაში განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რაც მინისტრის თქმით გამოიხატა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობაში, შეთანხმებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ნატო-ს სამიტს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. „განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოხატული იქნა გასული წლის განმავლობაში შესაბამისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით და შესაბამისი ქმედებებით. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს წარმატების მომტანი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)