|
2015-05-15 12:10:03, 680 ნახვა
სამართალი
შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რეზიკო გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მუცლის არეში დანით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ხვიჩა გ, ხოლო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხვიჩა გ-ს დედას - დარეჯან გ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხვიჩა გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რეზიკო გ. მომხდარიდან 1 საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)