|
2015-05-15 11:08:18, 793 ნახვა
სამართალი
შსს-მ კანონიერი ქურდი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ გ. სოფელ რუხში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გ. საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიდან შემოვიდა. „დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით მას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თემურ გ. კანონიერ ქურდობას აღიარებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)