|
2018-02-15 13:51:30, 1979 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბაქოში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
ბაქოში მიმდინარე სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბერატ ალბარაიქს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოსა და თურქეთს შორის ნაყოფიერ და სტრატეგიულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანული ნახშირწყალბადების ევროპის ბაზარზე მიწოდების საკითხზე საქართველოსა და თურქეთის გავლით. კერძოდ, აღინიშნა, რომ საქართველო, თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ჩართულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) პროექტებში, რომლებიც დღეისთვის წარმატებით ფუნქციონირებენ. ითქვა ისიც, რომ დასასრულს უახლოვდება სამუშაოები სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანული, კარძოდ, შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მე-2 ფაზიდან მიღებული და ზოგადად, „სამხრეთის გაზის დერეფნის" განვითარების მიზნით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის" ამოქმედებას ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მთელი რეგიონისათვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთისთვის, ასევე ევროკავშირის გაზმომომარაგების დივერსიფიკაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხით. ასევე ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტზე, რომლის მიზანიცაა თურქმენული გაზის მიწოდება ევროპის ბაზარზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმების და საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ქსელის განვითარების მიმართულებით და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. (NS)
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)