|
2018-02-14 17:17:48, 533 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაღებში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილეთან რუსუდან შავაძესთან, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა დავითაძესთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ნათელა გოგიტიძესთან ერთად დაბის, ხიჭაურის და უჩამბის ბაგა-ბაღებს სტუმრობდა, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მენიუს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნო, დასაქმებულებს გაესაუბრა და ბაღებში საჭიროებების შესახებ ინფორმაციები პირადად მოისმინა. დაბა შუახევის ბაგა-ბაღი რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაცვლელია შენობის სახურავი, გასარემონტებელია ოთახები, მოსაწესრიგებელია სველი წერტილები. ბაღში 4 ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ შორის 1 სასკოლო მზაობის ჯგუფია. 105 აღსაზრდელის სასკოლო განათლებაზე 28 ადგილობრივი დასაქმებული ზრუნავს. ფრიდონ ფუტკარაძემ დაბის ბაგა-ბაღის დათვალიერების შემდეგ უახლოეს მომავალში სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია დაანონსა. ხიჭაურში თანამედროვე სტანდარტების ახალი ბაგა-ბაღი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა. ბაგა-ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის. ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დამონაჟებულია ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა.ბაგა-ბაღში 56 აღსაზრდელი ირიცხება, ფუნქციონირებს 2 შერეული ასაკის ჯგუფი, დასაქმებულია 18 ადგილობრივი. უჩამბის ბაღს 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სააღმზრდელო დაწესებულება პირველი სართულიდან, მეორე სართულზე განთავსდა.პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, მოპირკეთდა გარე ფასადი. ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. უჩამბის ბაღში 2 შერეული ასაკის ჯგუფი ფუნქციონირებს, დასაქმებულია 12 ადგილობრივი. დღეის მდგომარეობით შუახევში 10 ბაგა-ბაღია მოქმედი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ხაბელაშვილების და ბუთურაულის ბაღების მშენებლობა, მახალაკიძეების ბაღის რეაბილიტაცია. ,,შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და პირადად ჩემი პრიორიტეტია საბავშვო ბაგა-ბაღების მოწესრიგება, ახლის მშენებლობები, რათა პატარები სათანადო პირობებში იყვნენ და მიიღონ შესაბამისი სწავლა-განათლება, შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები. მიმდინარე წელს დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ყველა ოჯახს უნდა მივცეთ საშუალება ატაროს ბავშვი საბავშვო ბაღში. ამ მიმართულებით ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას. დღეის მდგომარეობით ბაღებში მდგომარეობა ნორმალურია, რეაბილიტაცია ესაჭიროება დაბის ბაღს და აუცილებლად მოსაგვარებელია ასევე ეზოების პრობლემა. სადაც მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ან შესაძენია რაიმე ნივთი, ამ საკითხების მოგვარებას შესაბამის სამსახურებს დავავალებ, რათა დროულად მომზადდეს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)