00:57 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 13:02:34, 2067 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდს „გელა გალსკის“ პატიმრობა, „სულიკო სუხუმსკის“ კი, საქართველოში დეპორტაცია ემუქრება

ბელარუსში დაკავებული ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდიდან ერთს პატიმრობა, მეორეს კი, დეპორტაცია ემუქრება - ამის შესახებ Sputnik.by იუწყება.

ბელარუსის მილიციის პოლკოვნიკის ვლადიმერ ტიხინიას ინფორმაციით, გელა ქარდავას (გელა გალსკი) წინააღმდეგ საქმე ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლითაა აღძრული.  მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემხთვევაში ქარდავას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სულიკო შარიქაძეს (სულიკო სუხუმსკი), მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში მისი იძულებითი დეპორტაციის შესახებ. გამოთხოვილია აუცილებელი დოკუმენტაცია. უახლოეს დღეებში ჩვენ მას ქვეყნიდან გავაძევებთ“, - განაცხადა ტიხინიამ.

შეგახსენებთ, რომ მინსკის ეროვნულ აეროპორტში გელა ქარდავა 17 იანვარს, ხოლო სულიკო შარიქაძე 18 იანვარს დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics