12:22 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 10:42:30, 2390 ნახვა

პოლიტიკა
რადას დეპუტატი: ლოგიკურია, რომ სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი ძალის გამოყენებით გააძევა პოლონეთის ტერიტორიაზე

უმაღლესი რადას დეპუტატი დმიტრო ლუბინეცი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება კანონიერი იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაეცვა,  თუმცა სასამართლომ მისი უკრაინაში ყოფნის საფუძველი ვერ დაინახა.

,,გუშინ კიევში აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა განხორციელდა, რადგან ბატონი სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვა ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა. სააპელაციო სასამართლომაც ვერ იპოვა კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა გაეგრძელებინა. მან გაარღვია საზღვარი უკრაინასა და პოლონეთს შორის და ლოგიკურია, რომ  სასაზღვრო სამსახურმა ის ძალის გამოყენებით პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევა“, - აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი დმიტრო ლუბინეტი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და უკრაინიდან პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics