|
2015-05-14 19:34:09, 803 ნახვა
ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაბარტი: საქართველოს ბევრი მიზეზი აქვს, რომ ოპტიმისტურად იყოს განწყობილი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის შეფასებით, საქართველოში ბიზნესებზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემაა, რაც ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა. ამის შესახებ ჩაკრაბარტიმ EBRD საინვესტიციო სესიაზე განაცხადა. „საქართველოში არის სტაბილურობა, სადაც ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდების არ ეშინია. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ეს მიღწევები მივულოცოთ, მაგრამ ჩვენ არ ვთვლით, რომ ამაზე უნდა გავჩერდეთ. ანუ კიდევ მეტია გასაკეთებელია. ჩვენ უფრო მეტსაც გავაკეთებთ, რომ მიღწეული გავამყაროთ. გავაგრძლებთ ეკონომიკური რეფორმების გატარებას“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ. რაც შეეხება საქართველოს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ჩაკრაბარტის თქმით, მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. „რუსული ეკონომიკის შესუსტება, ნავთობის ფასის შეცვლა, გადარიცხვების რაოდენობის შემცირება – ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს. ჩვენ, დღეს ვართ საქართველოში და დაინტერესებულ მხარეებთან ვსაუბრობთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე ქვეყანა დგას. როგორ გავუმკლავდეთ გარე შოკებს, როგორ გავხდეთ უფრო ძლიერები. ჩვენ გვაქვს სამი პრიოიტეტი ჩვენს რეგიონში. უპირველეს ყოვლისა გაძლიერდეს ეკონომიკური მდგრადობა, ამას სჭირდება სხვა რამდენიმე ნაბიჯი, რომ გაძლიერდეს ინვესტირების კლიმატი. ამ თვალსაზრისით საქართველოში არსებობს მყარი პლატფორმა ამ დიალოგის გასამართად.ასევე აუცილებელია რეგიონალური ინტეგრაცია, ინვესტირების ხელშეწყობა, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს საზღვრებს შორის. საქართველო ამ შემთხვევაში არის ლოგიკური, ბუნებრივი, ლოგისტიკური კვანძი რეგიონში. ჩვენ EBRD–ში ვსაუბრობთ რეგიონალურ და გლობალურ პრობლემებზე, რესურსების ეფექტურობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ენერგოეფექტურობაზე. საქართველო შეიძლება იყოს როლური მოდელი ამ შემთხვევაში“, – აღნიშნა ჩაკრაბარტიმ. მისივე თქმით, საქართველო ეკონომიკური ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის. ევრობანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ოპტიმისტურად იყოს განწყობილი. „ოპტიმისტური განწყობის მიზეზია, ადამიანები, ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული განლაგება, ასევე ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა შარშან– ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკური რეფორმების განხორციელების გაგრძლეებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში რეფორმები გაგრძელდება და ეს ქვეყნისათვის კარგი საფუძველი იქნება, წარმატებული განვითარება გააგრძელოს“, – განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)