04:23 - 02 Oct, 2026
|
2018-02-12 20:14:51, 2208 ნახვა
სამართალი
დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა დასრულდა
ღუდუშაურის კლინიკაში მხედრიონის ყოფილი წევრის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა დასრულდა. გუგეშაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას დაახლოებით 5 საათის განმავლობაში აძლევდა. გამომძიებელი ამბობს, რომ გუგეშაშვილმა მატ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა მედიასთან დეტალებს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებს. უცნობია, დაასახელა თუ არა გუგეშაშვილმა მკვლელის ვინაობა. შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა.შედეგად, მოკლულია ნოდარ გუგეშაშვილი და მძიმედ დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)