|
2018-02-12 16:08:46, 1658 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.შ დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ჯ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ამავე სოფელში მცხოვრებ ჯ.შ.-ს შელაპარაკება მოუვიდა მ.ღ.-სთან, რადროსაც ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე მოუქნია ხის ხელკეტი. აღნიშნულით განაწყენებულმა ჯ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მ.ღ.-ს გულმკერდის არეში დაარტყა დანა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჯ.შ. 2017 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჯ.შ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- მათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)