|
2018-02-11 14:14:52, 2629 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაციამ სირიის თავდაცვით სისტემებსა და სირიაში არსებულ ირანულ სამიზნეებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. განადგურებულია 12 სამიზნე. The guardian-ის ცნობით, ისრაელის ავიაციამ ქვეყნის ჩრდილოეთით საჰაერო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილზე ფრენები აკრძალა. ქვეყნის მთავარი აეროპორტი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. სამხედრო თვითმფრინავში მყოფმა ორივე მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, თუმცა ორივე მათგანს სხვადასხვა სიმძიმის მოტეხილობები აღენიშნება. ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში განიცადა. გავრცელებული ცნობით, F-16 ჰაერში ირანული უპილოტო საფრენი აპარატის გასანადგურებლად აიჭრა, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცე სირიის ტერიტორიიდან დაარღვია.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)