|
2018-02-08 16:43:20, 1734 ნახვა
სამართალი
პროკურატურა შპს „ლანცეტის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ლანცეტის“ დირექტორი დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადბაშია ნათქვამი, ფარმან ჯეირანლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული შპს „ლანცეტი"-ს დირექტორი ფ.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით. ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის" დირექტორი ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს კლინიკა „ლანცეტი"-ს დირექტორმა ფ.ჯ.-მ და ბრალდებულმა მ.კ.-მ მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა და აუცილებელი იყო გადაუდებელი ოპერაცია, რის სანაცვლოდაც პაციენტებისგან მოითხოვეს ოპერაციისთვის საჭირო თანხის დაუყოვნებლივ გადახდა. 2016 წლის 28 თებერვალს პაციენტმა კ.კ.-მ შპს „ლანცეტის" ანგარიშზე ჩარიცხა 99204 ლარი, საიდანაც თანხის ნაწილი 35000 ლარი ფ.ჯ.-მ გადასცა ბრალდებულ მ.კ-ს, ხოლო მეორე პაციენტთან 2016 წლის 7 მარტს ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, კლინიკა „ლანცეტის" იურისტმა გააფორმა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40.000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ჯ.-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)