|
2018-02-08 13:10:28, 922 ნახვა
რეგიონი
სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა შუახევში
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები მუნიციპალიტეტების მერიებში სამუშაო შეხვედრებს მართავენ. დღეს, სამინისტროს წარმომადგენლები შუახევის მუნიციპალიტეტის მერს ფრიდონ ფუტკარაძეს, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებსა და მერის რწმუნებულებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე ომარ ტაკიძეც ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ეფექტური და დროული დახმარების გაწევისათვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა. დეპარტამეტის ხელმძღვანელმა - დალი ქიქავამ მერიის წარმომადგენლებს სამინისტრო 2018 წლის პროგრამა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ წარუდგინა და სიახლეებზე ისაუბრა. პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)