|
2018-02-07 12:11:03, 715 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე სამუშაო ვიზიტით ამსტერდამში იმყოფება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, რეგიონული პროექტის - „საქალაქო პლატფორმა აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში შიდსის და ტუბერკულოზის მდგრადი და ეფექტური საპასუხო ღონისძიებების განხორცილებისათვის“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ამსტერდამში იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოში 2017 წლიდან მიმდინარეობს, მასში მონაწიეობას ღებულობს 5 ქვეყანა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბულგარეთი და ყაზახეთი. პროექტს საქართველოში ახორციელებს, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი - „თანადგომა”. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჰოლანდიისა და შვეიცარიის საერთაშორისო ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიელი პარტნიორიებისა და ამსტერდამის მერიის მიერ დაიგეგმა, პროექტში ჩართული ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი მასტერდამში, რომლის მიზანია ქვეყნებს შორის - მერიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტური მუშაობისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები ამსტერდამის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან, მერიის სხვა პასუხისმგებელ პირებთან და ინფექიური დაავდებების კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრები დაგეგმილია საგარეოს საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე, ჰოლანდიის არასამთავრობო და კვლევით დაწესებულებებში. საქართველოდან ამსტერდამში სამუშაო ვიზიტით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის გარდა იმყოფება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამსტერდამში საქართველოს დელეგაციის ვიზიტ 10 თებერვალს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)