2018-02-01 12:48:57, 1921 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს მთავარ მეგობრად აშშ-ს ასახელებს, მტრად - რუსეთს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.
კერძოდ, კითხვაზე- თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჯერად საქართველოს მთავარი მეგობარი, გამოკითხუთა 25% პასუხობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, 7% აზერბაიჯანს ასახელებს, ასევე 7% უკაირანას, 6%-თურქეთს, ასევე 6%-რუსეთს ასახელებს, 7% ამბობს, რომ „სხვა“, 17%-ის პასუხია „ არც ერთი“, ხოლო 25%-მა არ იცის.
რას შეეხება კითხვას - თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჯერად საქართველოს მთავარი მტერი, გამოკითხუთა 40% რუსეთს ასახელებს, 3% თურქეთს, 6% ამბობს, რომ „სხვა“, 21%-ის პასუხია „ არც ერთი“, ხოლო 30%-მა არ იცის.
კვლევა 2017 წლის სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა.
ავტორი: ,