|
2026-06-21 15:31:49, 7401 ნახვა
პოლიტიკა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ექიმ გია ჩახუნაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება. გთავაზობთ აკადემიის განცხადებას უცვლელად: ღრმა შეშფოთებით ვეხმიანებით აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის საფუძველზეც მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიორგი ჩახუნაშვილი არის ცნობილი ექიმი, პედიატრი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურება საქართველოს, ქართულ მედიცინას, მეცნიერებასა და განათლებას. მისი პროფესიული ბიოგრაფია, საზოგადოებრივი საქმიანობა და პიროვნული ავტორიტეტი საყოველთაოდ ცნობილია, იგი იყო ექიმის პროფესიის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ჰუმანიზმის მაგალითი. იმის გათვალისწინებით, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბატონი გიორგის გარდა, დაპატიმრებულია კიდევ 6 ადამიანი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სრულიად 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიანი და ობიექტური გადახედვა მოხდეს კანონის გათვალისწინებით, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით. ასევე, სასამართლო პროცესის შესაბამისობის შეფასებას მოვითხოვთ სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ საქმის შესწავლას, საერთაშორისო სამედიცინო, სამეცნიერო და აკადემიურ საზოგადოებას მოვუწოდებთ ჩართულობის პროცესისკენ ამ საქმის მონიტორინგში. პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ღირსების და ფუნდამენტური უფლებების სრულ დაცვას სასჯელის აღსრულების პერიოდში, ყველა სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება პატიმართა უფლებების აღდგენისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია გააგრძელებს დემოკრატიულ, კანონიერ და მშვიდობიან საქმიანობას პროფესორ გია ჩახუნაშვილის და სხვა პატიმართა უფლებების დასაცავად. 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)