|
2018-02-01 10:34:42, 1606 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძემ კარასინთან შეხვედრის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 31 იანვარს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურიწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნის, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში მიმდინარე შემაშფოთებელ პროცესებზე. კერძოდ, საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთახმების რატიფიცირებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ. ასევე, რუსეთის მხარის ყურადღება გამახვილდა ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტის უკანონო გახსნის ფაქტზე. "ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხების განხილვის უმთავრესი ფორმატის მნიშვნელობას. პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა 2017 წელს სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია. ასეთივე დინამიკა ფიქსირდება სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში. შედგა საუბარი 2018 წლის პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრისას, განიხილეს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთანდაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ მისი პრინციპებისა და დებულებების სრული პატივისცემით, ყოველგვარი ინტერპრეტაციებისა და პოლიტიზების გარეშე. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს რუსეთში ოფიციალურ დონეზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება აღნიშნული შეთანხმების პრინციპებსა და არსს. პრაღაში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას გამოიკვეთა პოზიციათა სერიოზული სხვაობა. დადასტურდა, რომ რუსეთის მხარე ყოვლად მიუღებელ ინტერპრეტაციას უკეთებს შეთანხმების რიგ არსებით დებულებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამის იმპლემენტაციას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)