00:55 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 18:38:20, 2040 ნახვა

სამართალი
პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება

პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება.

ინიციატივის თანახმად, ინსპექტორი იმ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი.

„ჩვენ ძალიან მალე, ქვეყანაში მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელად - "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", რომელსაც საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება ექნება. პირველი, ის გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემის და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, ასევე დანაშაულებს, რომელიც სრულდება ან შეიძლება დასრულდეს მოქალაქის მოკვდინებით სამართალდამცველი ხელისუფლების ხელში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ქალდანმა უწყებათა შორის ინტერესტთა კონფლიქრი გამორიცხა და აღნიშნა, სამსახურის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics