|
2015-05-13 22:57:40, 820 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის ფორუმის ფარგლებში ფინეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის ფორუმის ფარგლებში 13 მაისსსაგარეო ეკონომიკურ საკითხებში ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მატი ანტონენისთან გამართულშეხვედრაზე. საქართველოს მთავრობა ფინეთთან რამდენიმე ძირითად სფეროში თანამშრომლობს. ორი ქვეყნის მთავრობებს შორისგაფორმებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა 3 შეთანხმებას მოიცავს. ხელშეკრულება არეგულირებსთანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინვესტიციების წახალისება და თანამშრომლობისგანვითარება, შემოსავლებზე ორმაგ დაბეგვრასთან და გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებული თემატიკა. ,,ვისაუბრეთ იმ ინვესტორებზე, რომლებიც უკვე არიან საქართველოში. ეს არის „თელია სონერა,“ რომელიც არის ძალიანმნიშვნელოვანი ინვესტორი და ძალიან კარგი პოტენციალი არსებობს მაღალი ტექნოლოგიების სფეროშითანამშრომლობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაჟღერეთ ის მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც აუცილებელია გაჟღერდესყველა ევროპელის წინაშე, რაც ეხება რიგის სამიტის წინ საქართველოს მომზადების ძალიან მაღალ ხარისხს და იმმოლოდინებს, რომლებიც არსებობს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნას დაფიქსირებული. ჩვენ რა თქმა უნდა,ვისაუბრეთ იმაზე, რომ ფინეთი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ. ბუნებრივიაითქვა ისიც, რომ საბოლოო მიზანი არ არის ასოცირების შეთანხმება და დავაფიქსირეთ, რომ მომავალში, რა თქმა უნდა,ვუყურებთ ევროპულ პერსპექტივას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საქართველოსთვის,-‘’განაცხადა გიორგიკვირიკაშვილმა. საქართველო-ფინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ დასაგანმანათლებლო სფეროებში. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთანშედარებით, 3%-ით გაიზარდა და 18.02 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფინური ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარზე. აღსანიშნავია შვედურ-ფინურიგიგანტის - „თელია სონერას“ საქმიანობა, რომელიც კომპანია „ჯეოსელის" აქციათა პაკეტის 100% მფლობელია. ,,ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითია, რომ EBRD ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში იმართება. ჩვენ განვიხილავთეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს ჩვენ ქვეყნებს შორის, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკა საქართველოსა დარეგიონში. ასევე განვიხილავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას. ფაქტი, რომ EBRD ის შეხვედრა აქმიმდინარეობს, ამტკიცებს გაზრდილ ინტერესს ამ რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს მიმართ. ამიტომმოუთმენლად ველით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს,-‘’განაცხადა მატი ანტონენიმ. ფინეთის მთავრობამ საქართველოში გაერო-ს განვითარების ოფისთან (UNDP) ერთად, ბორჯომი-ხარაგაულის სატყეოეკოსისტემების აღდგენის და წყლის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების პროექტები განახორციელა. ასევე,ტექნიკური დახმარების შემდეგ ეტაპზე, EBRD-მა ფინური კომპანია „DIGITA“-ს ტექნიკური ექსპერტები დაიქირავა,რომლებმაც საეთერო ციფრული მაუწყებლობის ქსელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური პროექტი შეიმუშავეს. EBRD მა საქართველოში მიმდინარე წელს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერის პროექტიგააგრძელა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ „ციფრული მაუწყებლობისსააგენტოს“ სამომხმარებლო და სეტ-ტოპ ბოქსების შესყიდვის საკითხებთან დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)