2018-01-30 11:51:40, 1892 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება - მატარებლები „300 არაგველამდე“ იმოძრავებენ
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ინციდენტის გამო, მატარებლები დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებენ.
ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადებაშია აღნიშნული:
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში ჩამოვარდა დაკიდული ჭერის კონსტრუქცია. ინციდენტის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი. ადგილზე ოპერატიულად მოხდა სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება.მიმდინარეობს მგზავრების გამოყვანა სადგურიდან.
თბილისის მეტრო დროებით იმოძრავებს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,