2018-01-29 09:36:07, 1703 ნახვა
საზოგადოება
დახურული ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღეიდან მიმდებარე საბავშვო ბაღებში გააგრძელებენ სწავლას
დახურული ოთხი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიმდებარე საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ და სწორედ იქ განახლდება დღეიდან სააღმზრდელო პროცესი. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N69 ბაგა-ბაღში მივა, სადაც ჩუღურეთის რაიონში დახურული N125-ე საბავშვო ბაღის ჯგუფები გადანაწილდნენ და პირადად გაეცნობა არსებულ ვითარებას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბავშვო ბაღები ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა. დასკვების მიხედვით, შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ იყო. ბაღების შენობებთან დაკავშირებით შემდგომი გადაწყვეტილებები უკვე დეტალური შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული.
ავტორი: ,