2018-01-26 13:42:56, 2264 ნახვა
საზოგადოება
„კარფურში“ ნაყიდი ქათმის სენდვიჩით მოწამლულებს სალმონელა აღმოაჩნდათ
„კარფურში“ ნაყიდი ქათმის სენდვიჩით მოწამლულებს ბაქტერია სალმონელა აღმოაჩნდათ.
გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოქალაქეებს ნაწლავური ანთება სწორედ ამ ინფექციის გამო აქვთ.
როგორც ერთ-ერთმა მოწამლულმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა, თანამშრომლებთან ერთად მაღაზიაში სენდვიჩი შეიძინეს.
"გუშინ თანამშრომლებთან ერთად "კარფურში" სენდვიჩი ვიყიდეთ, ქათმის. თუმცა შეფუთვაზე სულ სხვა შემადგენლობა ეწერა. ღამის სადღაც 4 საათზე თავი შეუძლოდ ვიგრძენი", - აცხადებს მოქალაქე.
ამ დროისთვის საავადმყოფოშო ბაქტერია სალმონელასთვის დამახასიაებელი სიმტომეპით 8 პაციენტი მკურნალობს. ორი კი, გუშინ გაიწერა.
შეგახენებთ, რომ “თბილისი მოლში“ მდებარე, “კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 24 იანვარს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ავტორი: ,