2018-01-25 20:45:33, 2410 ნახვა
საზოგადოება
აქცია „ყველა ერთისთვის“ დასრულდა
თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია - „ყველა ერთისთვის“ დასრულდა. აქცია მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართა და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და „ბახალას“ გათავისუფლებას ითხოვენ, რომელსაც სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ გიორგანაშვილის საქმეში მონაწილე პოლიციელები და უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. ისინი ასევე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და გიორგი გიორგანაშვილი შეიწყალოს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
ავტორი: ,