|
2018-01-24 10:26:53, 2128 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ვცდილობთ, დავანახოთ რუსეთს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მის წინააღმდეგ მიმართული არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რომელიმე მეზობელი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ მიმართიული არ არის. როგორც კვირიკაშვილმა დისკუსიაზე - Strategic outlook: Eurasia კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა მოიძებნოს პოზიტიური პლატფორმები, სადაც საერთო ინტერესების გამონახვა შესაძლებელი იქნება: „ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც - მართალია, ერთი შეხედვით, სიტუაცია შეიძლება განსხვავებული ჩანდეს, მაგრამ ფორმულა იგივეა. ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს - რუსეთს, რომ საქართველოს პოლიტიკა, დასავლური საზოგადოების წევრობასთან დაკავშირებით, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ის არ არის მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის ყოლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პოზიტიური პლატფორმები, სადაც შევძლებთ საერთო ინტერესების გამონახვას, სადაც ჩვენ შევძლებთ პოზიტიური დისკუსიების წამოწყებას ჩვენ შორის არსებული მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ“,-განაცხადა პრემიერმა. კითხვაზე- განუმარტავს თუ არა მკაფიოდ რუსეთს ოდესმე თავისი ე.წ. წითელი ხაზები., გიორგი კვირიკაშვილი ასე პასუხობს: „პერიოდულად ჩვენ ვისმენთ განცხადებებს ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების შესახებ, მაგრამ ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ იგი არ არის მიმართული რეგიონში ვინმეს წინააღმდეგ“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ შსს-ს, სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები და მისი უსაფრთხოება უზრუნველყოს
კალაძე - აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას
კახი კალაძე რუსი ბლოგერებისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)